вторник, 15 декабря 2009 г.

ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V



პროზაიკოსი,პოეტი, დრამატურგი, ესეისტი, პუბლიცისტი

გული ნაოცნებარი…

კითხვას გადაეჩვია დღეს ასობით მკითხველი,
თამაშ-თამაშ, უვიციც გახდა მიმომხილველი,
ქარაგმებით ღვივდება "პოლიტსახის" იმიჯი,
ტელეეკრანს შეაცვდა შვილიცა და მშობელიც…

და ოცნებაც არ ელავს, არის მიუსაფარი…
გახსოვს? ლექსის ნაპერწკალს
გაურბოდა მზაკვარი...
ახლა, თითქოს წრფელ გრძნობას
მიაყარეს ნაცარი,
მაგრამ მაინც გუგუნებს გული ნაოცნებარი…
7.04.2000
***
სამი ათეული წლის წინათ ჯანრი გოგეშვილის წიგნები, (რომანები, მოთხრობებისა და იუმორესკების კრებულები) გამორჩეული ინტერესით იკითხებოდა და გასაყიდად გამოტანილი, წიგნების მაღაზიის თაროებს ცოტა ხნით თუ შემორჩებოდა… (მართალია, ვითარებაც სხვაგვარი იყო, და წიგნის მოყვარულსაც, სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდა მხატვრული ნაწარმოებების მიმართ).
პირველად, 1968 წელს დავიბეჭდე. 1974 წელს მონაწილეობა მივიღე ახალგაზრდა მწერალთა რესპუბლიკურ თათბირ-სემინარში, სადაც ჩემმა მოთხრობებმა შემფასებელთა მოწონება დაიმსახურა. (განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოთხრობას სახელწოდებით ”ყმუილი”).
ვიბეჭდებოდი რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში...
1982 წელს გამოვიდა ჩემი ნაწარმოებების პირველი კრებული
”ლტოლვილი სიზმარეთიდან” (მოთხრობების კრებული), რომელშიც შესულმა მოთხრობებმა, და ნაწყვეტმა რომანიდან მკითხველთა ინტერესი დაიმსახურა, მაგრამ იმავე ეპიზოდმა (”ლტოლვილი სიზმარეთიდან”) მწერლისა და პუბლიცისტის ბატონ ..... ......... ”მრისხანება” გამოიწვია. მიმოხილვა ჟურნალ ”ცისკარში” გამოქვეყნდა. პუბლიცისტი დიდად ”ააღელვა” იმ დროისთვის, მართლაც რომ უცნაურმა სცენამ ”აუტოდაფემ”, სადაც ამბოხმოძალებული გმირი სიყალბისა და გრაფომანიის წინააღმდეგ ილაშქრებს... ვფიქრობ, უინტერესო არ იქნება ამ ეპიზოდის გახსენება:
-ბატონებო! კაცობრიობის ბეღელი გადაიტვირთვა და თუ არ განიწმინდა..._როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა ცნობისმოყვარეობით მიაჩერდა,_ფსევდოლიტერატურამ, ფსევდომეცნიერებამ, გრაფომანიამ თუ ქაღალდომანიამ ლამის წალეკოს ყველაფერი. ხელოვნურად შეკოწიწებული ინტელექტუალების მომრავლებამ ოცნება შეავიწროვა. დღეს ძალზე ცოტას ოცნებობენ და საშინლად ბევრს წერენ. ოცნების მარაგი შემოგვეხარჯა, კაცობრიობის ბეღელი უნდა განიწმინდოს, ჩვენ უნდა ვძლიოთ ტიტულომანია, სხვა ანგარება და ამ დიდი საქმის პიონერები გავხდეთ. აუტოდაფე ნაცნობი სიტყვაა, დროა გაჩნდეს სიტყვა, რაც მას დაუპირისპირდება. ბატონებო, ამ დაუზარებელ წამოწყებას მე დისერტაციას ვწირავ, რომელიც თამამდ შეიძლება დაიცვას კაცმა, მაგრამ მთელი არსებით ვგრძნობ, იგი მაინც ზედმეტი ტვირთი გახდება კაცობრიობის ბეღლისათვის. მაშ, გააჩაღეთ, კოცონი, ბატონებო!
მოქეიფენი ჟრიამულით აიშალნენ და ცეცხლს შეშა მიაყარეს. …
აიეტმა დისერტაცია მოისროლა. მხოლოდ სამიოდე ფურცელი აფრიალდა. ცისფერმა ალმა ფურცლების შეკვრას კიდეები ”გაულოკა”.
რომანი სახელწოდებით
”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), გამომცემლობა ”... რომელშიც ეს ნაწყვეტია შესული 1992 წელს დაიბეჭდა და მკითხელთა შორის პოპულარობით სარგებლობდა… გამოცემულმა ”მერანმა” 1987 წელს დასტამბა სოციალურ-ფსიქოლოგიურ თემაზე დაწერილი რომანი ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) 1987 წ. გამომცემლობა ”მერანი”/ (შემოკლებული ვარიანტი ჟურნალ ”ცისკარმა” გამოაქვეყნა)..  როგორც მაშინდელი ”საქწიგნის” თანამშრომლები ამბობდნენ წიგნმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. (ოფიციალური ტირაჟი 10 000 ეგზ. მაგრამ როგორც ხმა გავრცელდა გაცილებით მეტი დაიბეჭდა… მესმოდა ”დახლს ქვემოდან” იყიდებაო). ამ წიგნზე, რამდენიმე საგულისმო წერილიც გამოქვეყნდა. ისე, პირადად, მკითხვლთაგან მრავალგზის მსმენია დადებითი გამოხმაურება.
ასევე სწრაფად და ხმაურით გაიყიდა ჩემი მომდევნო რომანები
გამთენებელი ღამისა” (”გამთნებელი ღამისა” _ორი რომანი _ ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწილი რომანიდან, ...”რომელსა შენ მდევნი”... (რომანი), გამომცემლობა ... გამომცემლობა ”მერანი”, 1991 წ. ტირაჟი 10 000. ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), გამომცემლობა ”კიდევაც დაიზრდებიან” 1992წ. ტირაჟი 20 000).
მაგრამ ამავე გამომცემლობის ეგიდით 1995წ. მცირე ტირაჟით გამოცემულ რომანს
ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა" ტკბილი სულები” (რომანი)..., (ერთგან მოვიხსენიე სათაურით _ ”შიბაქები და სალამურები”) აშკარად არ გაუმართლა. ანაწყობი ხარვეზებით გაკეთდა, გამოიცა უხარისხოდ. ამჟამად, მისი სრული ვარიანტი ჩემს ვებ-გვერდებზე გამოვაქვეყნე. საწყენია, რომ ამ რომანს მოაზროვნე შემფასებელი არ გამოუჩნდა. 
 მოწონება დაიმსახურა 1997 წელს ჟურნალ ”ცისკარში” დაბეჭდილმა რომანის თავებმა _სიკვდილის ხელოვნება” (რამდენიმე კარირომანიდან) 'The Art of Death' (some parts from the novel).
ბოლო რომანი ბუმბულის სახლი /ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME .../ლიტერატურულ ჟურნალ ”ამერიმერში” გამოქვეყნდა. იგი კითხველთა აზრით გამორჩეულ ინტერესს იმსახურებს... მორიგი რომანი _ ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр... შეგიძლიათ ინტერნეტსივრცეში გაეცნოთ. აქვე, ჩემს ”ბლოგებზეა” განთავსებული ბეჭვდით არეალს მოკლებული ნოველები, ლექსები, პუბლიცისტური წერილები და სხვა აქტუალური შენიშვნები...
 პოეზია, _პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge... წიგნად გამოიცა 2010 წელს) რამდენიმე მათგანი, ქართველ მკითხველში აშკარა მოწონებას იმსახურებს. თუმც, ინგლისურენოვან საიტებზე, ბევრად უფრო პოპულარულია.  (ლექსების თარგმანი ეკუთვნის ქალბატონ ასმათ ლეკიაშვილს, თუმც, რამდენიმე მათგანის თარგმნა, თავად მეც მოვახერხე). ვფიქრობ, ყურადღებს იმსახურებს პოეტური რუბრიკა _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Квантовые импульсы / Quantum pulses / ჯ.გ. / Дж. Г. / J.G./ სადაც, ჩემეული სტროფების ინგლისურ ენზე წარმოჩენა, თავისებურ ”ჰობად” მექცა.
ზოგ მკითხველს, ასევე საყურადღებოდ ეჩვენა ვირტუალურ სივრცეში ჯანრი გოგეშვილის მიერ ”Gioom Galen"-ის ფსევდონიმით განხორციელებული პოეტური სახე. და რამდენიმე ნიმუშის სხვადასხვა ინგლისურენოვან საიტებზე წარმოჩენა ისურვეს.
ჩემი ლექსების რუსული თარგმანის გარშემო წარმოქმნილმა ”მცირე” ხმაურმა, ბიძგი მომცა, თავად დამეწყო რუსულ ენაზე ლექსების თხზვა (
Журнал "Самиздат".Гогешвили Джанри. Занимательные строфы / http://samlib.ru/g/gogeshwili_d/Занимательные строфы - без рубрики, 26.12.2015 12:27/
 როგორც ჩანს, რუსულენოვანი მკითხველის გარკვეული ნაწილი გულგრილი არ გახლავთ რუსულენოვან სივრცეში განთავსებული Джанри Гогешвили-ის სტროფების მიმართ.
ზღაპრებისა და იგავ-არაკების ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნება სრულად ვერ მოვახერხე. სამაგიეროდ ინტერნეტში საიმედოდ დაიმკვიდრეს ადგილი, რადგან ვფიქრობ, აქ გულისხმიერი მკითხველი გამუჩნდა.
იგავ-არაკები, ზღაპრები…/ზღაპრები და იგავ-არაკები... fairy tales and Fables... /GOGEJANR: ზღაპრები... Tales.../ზღაპარ იყო… / It was a fairy-tale...
დრამატურგია და სცენა ყმაწვილობიდანვე მიზიდავდა. თუ არ დამზარდებით და აქვე გამოქვეყნებულ უცნაურ ძიებათა არომატი (დრამა ირონიული ველით) და სხვა პიესებს გადაავლებთ თვალს, ვფიქრობ, შესაბამისი სცენებითაც გაამდიდრებთ, თქვენს წარმოსახვებს.
პუბლიცისტური წერილები ლიტერატორისგან სხვაგვარ ალღოს და ხედვას ითხოვს. როგორც ამბობდნენ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული ჩემი წერილები სხარტი ანალიზითა და სიმძაფრით გამოირჩეოდა. ზოგი მათგანი ახლაც აქტუალური რჩება; ვთქვათ: სამშობლოწართმეულნი ანუ იდეა-ხრიკების ტყვეობაში (პუბლიცისტიკა)...  Them who have taken away the native land Or in a captivityof tricky ideas (Publicism). ამჯერად, ამგვარ ”მხილებებსა” და ესეებს ჩემს ”ბლოგებზე” ვაქვეყნებ, რადგან რედაქციების კაპრიზებს თავს ვარიდებ...
აქვე იხილავთ ჩემს მოთხრობებს, იუმორესკებს, ნოველებსა თუ ახირებულ ამბებს...
”ბუკელა, მაშინ ქურდად იჯდა…” (იუმორისტული ნოველა)... (ნოველები თუ ახირებული ამბები / Humorous or Funny stories...). 
ვებგვერდებზე,_ ფსიქოლოგიური შტრიხებსაც /მცირე შტრიხები ქართველთა ყოფაში მომძლავრებულ სინდრომთა შესახებ/ და *სახელდახელო აზრები / Мысли наспех… _და სხვა შენიშვნებსაც შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი...
გმადლობთ, რომ გვეწვიეთ...
ჩვენ, ერთიანი სააზროვნო სივრცე უნდა გადავარჩინოთ... და ალბათ, ნაოცნებარი გულებიც....

გულთბილი სურვილებით
ავტორი



***
საძიებელი
The index
პოეზია
***

იგავ-არაკები, ზღაპრები… Fables, fairy tales…

ზღაპარ იყო… / It was a fairy-tale...

***
რომანები

”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან / ქრონოსის ახირებანი / ესსე _

”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/

”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან / Diary from "Observatory of figurative perceptions "

ვისთვის საფრთხობელა, ვისთვის მაგია და ვისთვის სრული რეალობ

შეხმიანება პროფესიონალ ფიზიკოსთან (ესსე)

***
ინგლისურენოვანი საიტები


რუსულენოვანი

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე

22 აპრილი (იგრიკა), 2012 წ.
***


ბიოგრაფიული ცნობარი

ჯანრი ავთანდილის ძე გოგეშვილი
პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ესეისტი, პუბლიცისტი
დაბადების დრო _ 1946 წელი, 31 იანვარი.
დაბადების ადგილი _ ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ნიგოითი.
მშობლები:
მამა _ ავანდილ თედორეს ძე გოგეშვილი.
დედა _ ანეტა ოტიას ასული კვირკველია.

სწავლობდა:
ნიგოითის რვაწლიან სკოლაში
თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში
პუშკინის სახელობის თბილისის სახლემწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში…(დაამთავრა ბიბლიოთეკამცოდნეობის და ბიბლიოგრაფიის ფაკულტეტი). 
მაგრამ აღიარებს, რომ ძირითადი ცოდნა მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის კითხვით მოიპოვა. მწიგნობრობას კი, გამორჩეულ პროფესიად მიიჩნევს
ადრეულ ასაკშივე ჰქონდა მცდელობა ლექსებისა თუ მინიატურების სახით გადმოეცა თავისი ემოციები და აზრები. შემდგომ მოთხრობებისა და სათავგადასავლო რომანების შეთხზვამ გაიტაცა.
მისი მოთხრობა (”მესხური ყაყაჩოები”) პირველად ადიგენის რაიონულ გაზეთგანახლებულ მესხეთშიდაიბეჭდა 1968 წელს
1974 წელს მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა მწერალთა რესპუბლიკურ თათბირ-სემინარის მუშაობაშისადაც ჯანრი გოგეშვილის მოთხრობებმა განსაკუთრებული შეფასება მიიღო, რაც აღინიშნა კიდეც, მაშინდელ სალიტერატურო პრესაშიამავე წლიდან მისი მოთხრობები დროდადრო ქვეყნდებოდა რეპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში… (”ნობათი”, ”ცისკარი”, ”მნათობი”, ”პიონერი” ”ლიტერატურული საქართველო”…)
მერე და მერე ეროვნული სულისკვეთებითა და თავისუფლებისადმი სიყვარულით გულანთებულმა ახალგაზრდა მწერალმა თავისი შემოქმედებითი და საჯარო გამოსვლებით ადვილად დაიმკვიდრამეამბოხისსახელი და მის ნაწარმოებებზე იმრავლაშავმა რეცენზიებმა”, შეფერხდა პირველი წიგნის გამოცემა.
1981 წელს გამომცემლობა მერანმა, მაინც დასტამბა ჟურანალ ჯანრი გოგეშვილის მოთხრობების კრებულილტოლვილი სიზმარეთიდან”. ამას მოჰყვა სხვა კრებულები
გამოცემული წიგნები:
ლტოლვილი სიზმარეთიდან” (მოთხრობები) გამომცემლობამერანი”, 1982;
მემკვიდრე” (მოთხრობები), გამომცემლობანაკადული”, 1984;
მიმიკრია” (სატირულ-იუმორისტული კრებული), ”ნიანგის ბიბლიოთეკა”, 1984;
თეთრი კედელი” (რომანი), გამომცემლობამერანი”, 1987;
იოგობანა” (სატირულ-იუმორისტული კრებული, _ კომედიები), ”ნიანგის ბიბლიოთეკა”, 1990;
ბედი შენი” (დრამა), საქართველოს კულტურის სამინისტროს მეთოდური ცენტრი, 1984;
სიყვარული აგვამაღლებს…”, ”კალიების შემოსევა” (ორი პიესა), საქართველოს კულტურის სამინისტროს მეთოდური ცენტრი, 1985;
გამთენებელი ღამისა”, ”რომელსა შენ მდევნი”… (ორი რომანი), გამომცემლობამერანი”, 1991;
სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), გამომცემლობაკიდევაც დაიზრდებიან”, 1992;
შეშლილთატკბილი სულები” (”შიბაქები და სალამურები”), (რომანი) გამომცემლობაკიდევაც დაიზრდებიან” 1995;
არაფერა” (საბავშვო ლექსი), ”მწიგნობრულ-მისიონერული ფონდი”, 2003;
ხატოვანი მოტივაციები”, ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი; 1/2004, 2/2004, 3/2005, 4/2005, ”მწიგნობრულ-მისიონერული ფონდი”, ”ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი
სიზმრიდან ცხადში” (პოეზია), გამომცემლობაეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი” 2010 .
ინტერნეტგამოცემები:
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე”;
პიესა _ ”ცრემლიანი კომედია” / ”მიდი, მიაწექ!..” / ჯანრი გოგეშვილი 
 (GOGEJANR: ზღაპრები... Tales... ლშს... / Lcs...: ზღაპარ იყო… / It was a fairy-tale... /იგავ-არაკები, ზღაპრები Fables, fairy talesგამოქვეყნებულია რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებშირამდენიმე მათგანი თარგმნილია ინგლისურ ენაზე).
ესეები და პუბლიცისტური წერილები
ჯანრი გოგეშვილის ლექსები თარგმნილია ინგლისურ ენაზე და გამოქვეყნებულია ინგლისურენოვან საიტებზე:
პოეზია რუსულ ენაზე 
***
ჯანრი გოგეშვილი ცხოვრობდა და მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში.
მისი სამსახურებრივი ნუსხა ამგვარად გამოიყურება:
შეიარაღებული ძალების მსროლელთა პოლკის ჯარისკაცი, სადარაჯო სამსახურთან მოქმედი გაწვრთნილი ძაღლების მეთვალყურე, ტოპოჯგუფის მუშა, ტექნიკური უსაფრთხოების ინჟინერი, უფ. ტექნოლოგი, …უბნის ბრიგადირი, საზღვაო ნავსადგური; ელექტროამწის მემანქანე, საყოფაცხოვრებო მომსახურების ზონის ორგანიზატორი, სტამბის მუშა, გაზეთის კორესპოდენტი, კლუბის გამგე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი, დარაჯი, ელექტრიკოსი, თეატრალური დასის გამგე, ჟურნალის რეცენზენტი, საარეკლამო სააგენტოს უფ. რედაქტორი, კომპიუტერულ უზრუნველყოფისა და დიზაინის სპეციალისტი, გამომცემლობის დირექტორი, საგამომცემლო ცენტრის ხელმძღვანელი, ფონდის პრეზიდენტი, ასოციაცის თავმჯდომარე
მის მიერ დაფუძნებული იქნა:
გამომცემლობაკიდევაც დაიზრდებიან”,
მწიგნობრულ-მისიონერული ფონდი”,
ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი”…
დაარსა ჟურნალიხატოვანი მოტივაციები”, რომლის გამომცემელი და რედაქტორი თავადაა
ბოლო წლებში, თავისუფალიბლოგერის სტატუსითმოღვაწეობს; სახელწოდებითლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე” შექმნა ვებ-საიტების ერთობლიობა
თავისებური შემოქმედებითი არეალი დაიმკვიდრა ინტერნეტში

ინტერნეტ-მისამართები:
***
საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი 1992 წლიდან
***
***
მორიგი ინფორმაცია (არასრული სახითა და...).
Georgian Authors

ჯანრი გოგეშვილი - Georgian Authors 

www.nplg.gov.ge/bios/ka/00000055/

***23 April, 2012


***

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

***

Комментариев нет:

Отправить комментарий